ქართული ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი

26 სექტემბერი 2023, 11:33 648 ნახვა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით ქართული ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ ისტორიაში პირველად ჩაატარა ევროპის ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში.

ჩემპიონატი, რომელსაც საბერძნეთის ქალაქ სალონიკმა უმასპინძლა, მხოლოდ აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გაიმართა და მასში 25-ზე მეტი ქვეყნის ფალავანი მონაწილეობდა. ტურნირის ტრიუმფატორები, როგორც მოსალოდნელი იყო ქართველი ფალავნები გახდნენ.

ჩემპიონის ტიტული ონისე ბუღაძემ მოიპოვა, ვერცხლის მედალს საბა ინანეიშვილი დაეუფლა, ხოლო ლევან მატიაშვილმა ბრინჯაო ირგუნა. ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ნამდვილი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებითა და ფულადი პრიზებით: I ადგილი - 20 000 ევრო; II ადგილი - 10 000 ევრო; III ადგილი - 5 000 ევრო.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ტრადიციული ქართული ჭიდაობა იუნესკოს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანეს, რითაც ქართული ჭიდაობის ელემენტების ექსკლუზიურობა, ფაქტობრივად, დადასტურდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი