ოდესის პორტზე რუსული სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შედეგად დაშავდა ერთი ქალი, სერიოზულად დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა და შენობები.
„ოდესაში საზღვაო ნავსადგური მნიშვნელოვნად დაზიანდა, ნავსადგურის სასტუმროში, რომელიც წლებია არ ფუნქციონირებს, გაჩნდა ხანძარი'' - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის მიერ ტელეგრამ-არხით გავრცელებულ განცხადებაში.