ქართველი ძიუდოისტების უმედლო დღე ბაქოს გრანდ სლემზე 

24 სექტემბერი 2023, 10:19 528 ნახვა

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა.

მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ორი შეხვედრის მოგების შემდეგ ნეიტრალური დროშით მოასპარეზე, 20 წლის დანილ ლავრენტევთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჯში ჩაერთო, თუმცა იქაც წააგო და უმედლოდ დარჩა.

ამ დროისათვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი