დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრები. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებულ ინტერესს “ბრაგასა“ და ნაპოლის დაპირისპირება იწვევდა. მატჩი ნეაპოლელებმა 2:1 მოიგეს. კვარაცხელია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო და პირველი გოლიც მის მიერ წამოწყებულ შეტევას მოჰყვა. მომდევნო მატჩს ნაპოლი“ უკვე რეალის წინაღმდეგ გამართავს.
სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: გალათასარაი - კოპენჰაგენი 2:2; ბაიერნი - მანჩესტერ იუნაიტედი 4:3; სევილია - ლანსი 1:1; არსენალი - ეინდჰოვენი 4:0; რეალი - უნიონი 1:0; ბენფიკა - ზალცბურგი 0:2; სოსიედადი - ინტერი 1:1.
მომდევნო ტურის შეხვედრები სამ ოქტომბერს გაიმართება.