რაგბის მსოფლიო თასზე იტალიამ ურუგვაი დაამარცხა

20 სექტემბერი 2023, 22:39 547 ნახვა

რაგბის მსოფლიო თასის მესამე ტურში იტალიამ ურუგვაი 38:17 დაამარცხა.

მე-7 წუთზე ანგარიში იტალიელებმა  პანის მიერ დადებული ლელოთი და ალანის გარდასახვით გახსნეს. ტაიმის შუაში ურუგვაელთა შეტევა საჯარიმო ლელოთი დასრულდა, ამას ისიც დაემატა,რომ იტალიელები მოედანზე 13 მოთამაშით დარჩნენ მსაჯმა მათი ორი მორაგბე სინბინში გაუშვა.ურუგვაიმ კაცნაკლულ იტალიას ერთი გარდასახული ლელო დაუდო, არეკნიც გაიტანა და ტაიმი 17:7 მოიგო. 

მეორე ტაიმის დასაწყისში იტალიამ რიცხვობრივი უპირატესობა მოიპოვა.იტალიელებმა დაახლოებით ათწუთიან მონაკვეთში სამი ლელო დადეს და ბონუსქულაც მოიპოვეს, საბოლოოდ კი მეტოქე 38:17 დაამარცხეს.

იტალიის ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 29 სექტემბერს ახალი ზელანდიის წინააღმდე გამართავს.

მსოფლიო თასზე 21 სექტემბერსაც ერთი თამაში გაიმართება – საფრანგეთის ნაკრები ნამიბიას დაუპირისპირდება, შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.

მამია ჩხარტიშვილი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში