თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ესწრება.
ექს-პრეზიდენტის თქმით, ფიზიკური სისუსტის მიუხედავად, მას სულიერად საბრძოლო განწყობა აქვს. პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილები არიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.
რაც შეეხება კონკრეტულ სისიხლის სამართლის საქმეს, სახელმწიფო ბრალდება სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.