ხულოში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნენ.
დაბა ხულოში მშენებარე გაზსადენის სიგრძე 6 კილომეტრზე მეტია და ის 363 ადგილობრივი მოსახლის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს და ბუნებრივი გაზით სარგებლობას 1,535 აბონენტი შეძლებს.