უკრაინის ქალაქ ლვოვზე დრონებით თავდასხმა განახორციელა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი.
ლვოვის მერის ანდრეი სადავოის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ქალაქში სამი საწყობი განადგურდა და ათი ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
რუსულმა მხარემ ლვოვის ოლქის მიმართულებით სულ 18 დრონი გაუშვა, მათგან 15-ი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოიგერია.