ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი იწყება

19 სექტემბერი 2023, 14:15 797 ნახვა

დღეს, ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონი დაიწყება. ევროპის საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პოპულარულ გათამაშებაში ტრადიცულიად 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობას.

19 სექტემბერს დონეცკის „შახტარის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლოა ორი ქართველი ფეხბურთელის გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის დებიუტი შედგეს. უკრაინული გუნდი პირველი ტურის შეხვედრაში „პორტუს“ ცნობილი მიზეზების გამო ჰამბურგში "ფოლკსპარკშტადიონზე" უმასპინძლებს.

გარდა ამ შეხვედრისა, დღეს კიდევ 7 მატჩი გაიმართება, სადაც მაყურებელს რამდენიმე გამორჩეული დაპირისპირება ელოდება.

„პარი სენ ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლებს. ჩემპიონთა ლიგის 7 გზის გამარჯვებული „მილანი“ კი „სან სიროზე“ „ნიუკასლს“ დაუხვდება.

მატჩების განრიგი კი ასეთია:

  • „იანგ ბოიზი“ - „ლაიპციგი“ 20:45 საათი;
  • „მილანი“ – „ნიუკასლი უინაიტედი“ 20:45 საათი;
  • „ბარსელონა“ – „ანტვერპენი“ 23:00 საათი;
  • „ლაციო“ – „ატლეტიკო მადრიდი“ 23:00 საათი;
  • „ფეინორდი“ - „სელტიკი“ 23:00 საათი;
  • „მანჩესტერ სიტი“ - „ცრვენა ზვეზდა“ 23:00 საათი;
  • „პსჟ“ – „დორტმუნდი“ 23:00 საათი;
  • „შახტარი დონეცკი“ -„პორტუ“ 23:00 საათი.

 

 

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში