საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პირველი გათამაშებისთვის მზადება დაიწყო

18 სექტემბერი 2023, 23:45 540 ნახვა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პირველი გათამაშებისთვის ემზადება. ჩვენი ნაკრები ერთა ლიგაზე სადებიუტო მატჩს 22 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, მატჩის ჩატარების ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

26 სექტემბერს კი საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე მეორე ტურის მატჩს სტუმრად ლუქსემბურგის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ირის ანტმანმა მოახლოებული თამაშებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორისაა "ბათუმის" ქალთა კლუბის თავდამსხმელი ხატია ჭყონიაც.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში