ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში დაბრუნდა და „ჯენოას“ წინააღმდეგ ითამაშა. იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა მატჩში ქულა უკანასკნელ წუთებზე გადაარჩინა - 2:2. ხვიჩა კვარაცხელიასთვის კი ცუდი პერიოდი გრძელდება.
19 მარტის შემდეგ ქართველს გოლი არ გაუტანია, ხოლო ნეაპოლელები სერია A-ში გამართული 5 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-8 ადგილზე არიან.