ევროპის მობილობის კვირეული ბათუმში

16 სექტემბერი 2023, 20:00 606 ნახვა

ბათუმში ევროპის მობილობის კვირეული  მიმდინარეობს, მთავარი მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისება და მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

ზ.გამსახურდიას, მელაშვილის, კოსტავასა და ქუთაისის ქუჩის მონაკვეთები გადაიკეტა და  ხელნაკეთი ნივთების,სხვადასხვა აქსესუარისა და კვების ობიექტების საგამოფენო სივრცეები მოეწყო.ამით აქცენტი კეთდება იმაზე, თუ რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს მანქანებისგან გათავისუფლებული ქუჩები.

ახალგაზრდებს მაგალითისა და პარალელის გავლების მიზნით  აჩვენეს ვიდეორგოლი, როგორ გადაიქცა ბერლინის ერთ-ერთი ქუჩა მანქანებისგან თავისუფალ ზონად, რის შემდეგაც  შეკრებილებმა ველოსიპედებით მსვლელობა მოაწყვეს.

დაგეგმილია კონცერტი აკე პატარაიასა და ბენდ ''კაის'', ასევე კახაბერის მონაწილეობით. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში