საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი იწყება

16 სექტემბერი 2023, 11:01 710 ნახვა

ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი იწყება. ბიაფი  ხვალ, 17 სექტემბერს გაიხსნება და საკონკურსო ფილმების ჩვენება 1 კვირა, 24 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რიგით მეთვრამეტე ფესტივალი წელსაც მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგება კინომოყვარულების წინაშე  და იქნება საპრემიერო ჩვენებები.

ნაჩვენები იქნება 25 სრულმეტრაჟიანი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30-ზე მეტი ქვეყნიდან. ასევე დოკუმენტური ფილმების სექცია იმუშავებს.

ტრადიციულად წელსაც იქნება დიდოსტატთა კოლექცია და ქართული პანორამა, ასევე CINEDOC თბილისის დოკუმენტური ფილმების ფესტივალი საკონკურსო და სპეციალური ჩვენება. საკონკურსო ფილმებს ხუთწევრიანი საერთაშორისო ჟიური გიორგი ოვაშვილის ხელმძღვანელობით შეაფასებს. ფილმების ჩვენება კინოთეატრ “აპოლოში“ და ასევე, ღია ცის ქვეშ ევროპის მოედანზე გაიმართება.

ფესტივალი ხვალ ბათუმელი რეჟისორის ზაზა ხალვაშის ბოლო ფილმით “ლოტო“ გაიხსნება.  ფესტივალის ორგანიზატორია  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი“, მხარდამჭერი კი საქართველოს კინოცენტრი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი