საქართველოს პრემიერ-მინისტრი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს - არქიმანდრიტ ეფრემს შეხვდა

15 სექტემბერი 2023, 17:37 441 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ ეფრემს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და საბერძნეთის ეკლესიებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს. არქიმანდრიტმა ეფრემმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ათონის მთაზე მიიწვია. ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში