მარინისტი მხატვრის, მიხეილ დანილოვის პირველი პერსონალური გამოფენა

15 სექტემბერი 2023, 11:00 730 ნახვა

ქობულეთის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში მარინისტი მხატვრის მიხეილ დანილოვის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა. 

მიხეილ დანილოვი ძირითადად ზღვის პეიზაჟებს ხატავდა, რომელსაც ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრებიც მრავლად აქვს.

საგამოფენო სივრცეში მიხეილ დანილოვის მეგობრები, კოლეგები და ახლობლები შეიკრიბნენ და გაიხსენეს მხატვრის შემოქმედება.  

ხელოვანის 45-მდე ნახატი ქობულეთის მუზეუმში ერთი თვის განმავლობაში დარჩება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში