პუტინმა კიმი ახალ კოსმოდრომზე მიიღო

13 სექტემბერი 2023, 10:55 404 ნახვა

ვლადიმერ პუტინმა  რუსეთის ყველაზე თანამედროვე  კოსმოდრომზე „ვოსტოჩნი“ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი  მიიღო.  პუტინი-კიმის ხელის ჩამორთმევის ცერემონია  40 წამი გაგრძელდა. ეს არის ჩვენი ახალი კოსმოდრომი - წარუდგნა პუტინმა სტუმარს, რომელმაც თავის მხრივ  მასპინძელს  მიწვევისთვის და თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. 

კიმი კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“, რომელიც  ჩინეთის საზღვართან ახლოს რუსეთის  შორეულ  აღმოსავლეთში მდებარეობს, სპეციალური დაჯავშნული  მატარებლით ჩავიდა.  კითხვაზე განიხილება თუ არა კიმთან პირისპირ შეხვედრაზე სამხედრო საკითხები, პუტინმა  განაცხადა, რომ ისინი ყველა საკითხზე იმსჯელებენ.  

ორი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკებებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ესწრებოდა. შეხვედრის წინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა რუს კოლეგას განუცხადა, რომ მხარს უჭერს მის   ბრძოლას დასავლეთის წინააღმდეგ.  აშშ-მა ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციებით დაემუქრა, თუ იგი   რუსეთს იარაღს მიაწოდებს, თუმცა უცნობია,  მიაღწიეს თუ არა მხარეებმა რაიმე შეთანხმებას.

ორივე, რუსეთი და კორეაც უარყოფენ  ვაშინგტონის ბრალდებას, თუმცა  თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს გამოთქვამენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში