ჰავაიზე მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა ვულკანმა გაიღვიძა

12 სექტემბერი 2023, 14:04 486 ნახვა

ჰავაის კუნძულზე ვულკანმა კილაუეამ ამოფრქვევა დაიწყო. ამჟამად ნაკადები   მიმდებარე კრატერის ფსკერზე შემოიფარგლება - აცხადებენ ამერიკელი გეოლოგები. ამოფრქვევას წინ უძღოდა ძლიერი სეისმურობის პერიოდი. 

კილაუეას ვულკანის გააქტიურების გამო განგაშის დონე ნარინჯისფერიდან წითელამდე გაზარდეს. ვულკანის რამდენიმე ადგილას კვამლი ამოდის. კილაუეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია.

2019 წელს მისი გააქტიურებით გამოწვეულმა  მიწისძვრების სერიამ ასობით სახლი და საწარმო გაანადგურა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი