ოკუპანტის იერიში უკრაინაზე

09 სექტემბერი 2023, 11:08 544 ნახვა

74-მდე გაიზარდა დაშავებულთა რიცხვი კრივოი-როგზე განხორციელებული შეტევის შედეგად. ოკუპანტმა ქალაქზე იერიში გუშინ მიიტანა. ათეულობით ადამიანი საaვადმყოფოებშია გადაყვანილი. შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით გასული დღის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. მტერმა 13 სარაკეტო და 64 საჰაერო დარტყმა განახორციელა. ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რაიონებში 50-ზე მეტ დასახლებაზე მიიტანა ოკუპანტმა იერიში.

გენშტაბის ცნობით, უკრაინელი დამცველები წარმატებით იცავენ ავდიევკასა და მარინკას მიმდებარე ტერიტორიას. მელიტოპოლის მიმართულებით კი წარმატებულ შეტევით ოპერაციას განაგრძობენ. კონტრშეტევის მიმდინარეობასა და სანქციების მნიშვნელობაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კონტრშეტევა უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ახალი სანქციები მიიღება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი