ჩინეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ახალი ცივი ომის თავიდან აცილება, როცა საუბარია ქვეყნებს შორის კონფლიქტების შესახებ. ამის შესახებ კეციანმა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში გეოპოლიტიკური მეტოქეობის გამწვავების ფონზე ჯაკარტაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ასეანის ყოველწლიურ სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც მსოფლიო ლიდერები შეიკრიბნენ. ჩინელი პოლიტიკოსის თქმით, ქვეყნებმა "სათანადოდ უნდა მოაგვარონ უთანხმოებები და დავები". ასეან-ის სამიტში,რომელიც დიდი სახელმწიფოების დავაში ჩათრევის საფრთხის შესახებ აცხადებს, ჩინეთის პრემიერ-მინისტრის გარდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის იაპონიის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ინდოეთის ლიდერები მონაწილეობენ