მარიამ ყანდიაშვილისა და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული არტ პროექტი ‘’ფესვები’’ გაიხსნა დღეს ხელოვნების მუზეუმის გალერეაში. გამოფენაზე 30-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი, ლაზარე შანიძის მუსიკალური ალბომის ‘’ფესვების’’ თანხლებით, რომელიც ამ გამოფენისთვის დაიწერა. პროექტის ფარგლებში ავტორები საგანმათლებლო ვორქშოპებსაც ჩაატარებენ.