ენმ ხელვაჩაურის მერიაში ახალი ავტომობილების შეძენას აკრიტიკებს

31 აგვისტო 2023, 14:15 696 ნახვა

ხელვაჩაურის მერიის მიერ  ახალი ავტომობილების შეძენა  ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვაა.    

მიშა ბოლქვაძე ირწმუნება, რომ  მუნიციპალიტეტს  საკმარისი ნაგვის გასატანი მანქანა და ურნა არ აქვს, ასეთ  ვითარებაში კი  მერიას 9 ახალი  ავტომობილისთვის ნახევარი მილიონი ლარი არ უნდა დაეხარჯა.  მისივე ინფორმაციით ავტომობილები მერიამ გასულ წელსაც შეიძინა.

არის თუ არა  ნაგავმზიდი ავტომობილების დეფიციტი  მუნიციპალიტეტში, ან კონკრეტულად  რისთვის  შეიძინეს ახალი ავტომობილი მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ წერილში კი  აღნიშნულია, რომ მანქანები ზედამხედველობის სამსახურს სჭირდებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში