ბათუმის ბულვარში „მექსიკური სკვერი“ მოეწყობა

30 აგვისტო 2023, 14:44 892 ნახვა

ბათუმის ბულვარში „მექსიკური სკვერი“ მოეწყობა. კონკრეტულად კი გრიბოედოვისა და რუსთაველის ქუჩების კვეთის მიმდებარედ.

400 კვადრატულ მეტრ ფართობზე 39 დასახელების ხე მცენარე დაირგვება. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

პროექტის მიხედვით, აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ განთავსდება პარკირების ზონა, ავტობუსის მოსაცდელი, სავარჯიშო მოედანი და რამდენიმე რესტორანი“, რაც, ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, არსებულ სივრცეში ვიზიტორთა რაოდენობას გაზრდის.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი