შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანჩხალოს გზის რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს. 3,5კმ. სიგრძის მონაკვეთზე თანამედროვე სტანდარტების ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. აშენდება ხელოვნური და დამცავი ნაგებობებიც.
აღნიშნული გზა ტურისტული მნიშვნელობისაა და გომარდულის საკურორტო ზონას, ბარათაულის თემს, სოფელ სხეფსა და თერნალს უკავშირდება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე