თურქეთის მმართველი პარტიის სპიკერი აცხადებს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომავალ კვირას სოჭში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

28 აგვისტო 2023, 21:06 578 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომავალ კვირას რუსეთში გაემგზავრება და ვლადიმერ პუტინს შეხვდება, – ამის შესახებ თურქეთის მმართველი  პარტიის სპიკერმა, ომერ ჩელიკმა განაცხადა.

მისი თქმით, ერდოღანის რუსეთში ჩასვლა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა შეიძლება ნიშნავდეს პროგრესს რუსეთის შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაში დაბრუნებაში.

„ერდოღანი აქამდე ხელმძღვანელობდა ინტენსიურ დიპლომატიას, რათა ხელი შეეწყო გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებისთვის“, – განაცხადა ჩელიკმა.

ჩელიკმა აღნიშნა, რომ შეხვედრა სოჭში გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი