საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. ქართველი კალათბურთელები პლანეტის პირველობაზე დღეს ჩაებმებიან.
ილიას ზუროსის გაწვთნილი საქართველო პირველ ტურში აფრიკის კონტინენტის წარმომადგენელ კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება. მატჩი ოკინავაზე რამდენიმე წუთში დაიწყება.
ფორმატის თანახმად 32 გუნდიდან 16 საუკეთესო შემდეგ ეტაპზე გადავა, ხოლო დანარჩენები 17 დან 32 ადგილების ჩათვლით გაინაწილებენ პოზიციებს.