პრეტენზიები ''გაეროს  ახალგაზრდული  ასამბლეაზე'' 

27 თებერვალი 2017, 00:00 1978 ნახვა

ბათუმი, “გაეროს ახალგაზრდულ ანსამბლეა 2017”-ს მასპინძლობს, მასში 600 სტუდენტი და სკოლის მოსწავლე მონაწილეობს. ღონისძიებასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს უმაღლესი სასწავლებლის, აკადემიური საბჭოს წევრს. მალხაზ ნაკაშიძეს მიუღებლად მიაჩნია, ასამბლეაში მონაწილეობისთვის ახლაგაზრდების მიერ თანხის გადახდა. მალხაზ ნაკაშიძეს შეკითხვები რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით აქვს. მათ შორის ღონისძიების ორგანიზატორის, შპს ,,მრავალენოვანი საქართველოსა” და  უმაღლეს სასწავლებელთან დაკავშირებით.  ერთ-ერთი მთავარი პრობლემა  კი როგორც  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი სოციალურ ქსელში წერს, ამ ღონისძიებაში მონაწილეობის სანაცვლოდ თანხის გადახდაა.   ის მიიჩნევს, რომ პროექტი ემსახურება ცალკეული ადამიანების ფინანსურ ინტერესს, რომლითაც ასევე  მისი თქმით სარგებლობს ხელისუფლება. ნაკაშიძე წერს, რომ  უნივერსიტეტი სტუდენტებს, სამინისტრო კი მოსწავლეებს უფრო მნიშვნელოვან პროექტებს უნდა სთავაზობდეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი