პაკისტანელი საჰიბ ხანი ადგილობრივი გმირი მას შემდეგ გახდა, რაც 274 მეტრ სიმაღლეზე გაჩერებული საბაგიროს კაბინიდან შვიდი ბავშვი და ერთი კაცი გამოიყვანა. 15 საათიანი სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
ისლამაბადის ჩრდილოეთით დაახლოებით 200 კმ-ს მოშორებით მდებარე ბატაგრამში მაღალი რისკის მქონე ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა. საბაგირო გამთენიისას გაწყდა, რის შედეგადაც იგი მთელი დღის განმავლობაში ხევში სახიფათოდ ეკიდა. სამხედრო ვერტმფრენის გამოყენებით სამაშველო ოპერაცია შებნელებისას შეწყდა, შემდგომ კი იგი პროჟექტორების მეშვეობით ხმელეთიდან გაგრძელდა. სწორედ მაშინ საჰიბ ხანმა ზიპლაინის საშუალებით საბაგიროს კაბინაში ჩარჩენილი ბავშვების გადარჩენა სცადა.
გუშინ ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ, როცა საბაგირო გზის ერთ-ერთი კაბელი გაწყდა და კაბინა მაღალ სიმაღლეზე გაჩერდა.