ბრიფინგი ''ნაციონალურ მოძრაობაში''

22 აგვისტო 2023, 14:59 628 ნახვა

ვინ და რა მიზნით იღებს ინერტულ მასალას თვეებია მდინარე კინტრიშის ხეობიდან? ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ქობულეთის საკრებულოდან  კორუფციაზე საუბრობენ,   პასუხისმგებლობას  კი  აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ქობულეთის მერს აკისრებენ. ოპოზიცია  ეკოლოგიურ საფრთხეებზეც მიუთითებს.  

მდინარე კინტრიშიდან ინერტულ მასალას შპს "მაინინ გრუპი" მოიპოვებს სადაც ირწმუნებიან, რომ პირიქით მოსახლეობის საკეთილდღეოდ  ასრულებენ სამუშაოებს.    კომპანიისთვის  ოპოზიციის ბრალდება უსაფუძვლოა. ამბობენ,  რომ პირად,  კერძო ინტერესებს არ ხმარდება მდინარიდან ამოტანილი ნატანი და ის ისევ მოსახლეობასა და თვითმმართველობას  უბრუნდება საჭიროებისამებრ.    

რაც შეეხება ლიცენზიას,  გვეუბნება,  რომ  ნებართვა   გაცემულია და ლიცენზიიდან კომპანია განთავისუფლებულია.   

ჩვენ დავუკავშირდით ქობულეთის მერიას, სადაც მოგვიანებით გეგმავენ საპასუხო კომენტარის გაკეთებას.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი