შოვში, მოქალაქეთა თხოვნით მიწის მასის გარკვეული ნაწილი ხელმეორედ დამუშავდა. სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. სამაშველო ოპერაციაში 800 ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული.
დაკარგულთა ძებნა რიონისა და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე მდინარის კუნძულოვან მონაკვეთებზე მიმდინარეობს, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, მცურავი საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.