ეკომიგრანტები   გადაწყვეტილების   მოლოდინში

27 თებერვალი 2017, 00:00 3205 ნახვა

ამ დროისთვის ქედაში მეწყერსაშიშ ზონაში 45 ეკომიგრანტი ოჯახი რჩება. მათ შორისაა სოფელ აგარაში მცხოვრები 11 ოჯახი, რომლებიც გეოლოგების დასკვნით,  განსახლებას ექვემდებარებიან. ქედის გამგებლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათი შესწავლა და კატეგორიების განსაზღვრა მიმდინარეობს. წელს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით ეკომიგრანტთა საცხოვრებლის აშენება გათვალისწინებული არ არის, თუმცა დავით დუმბაძის განცხადებით,  გრძელდება პროგრამა, რომელიც საცხოვრებელი სახლების შესაძენად  25 ათასი ლარის გადაცემას ითვალისწინებს და საკითხს ქედის გამგეობა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტორსთან ერთად გადაწყვეტს. 

ამავე კატეგორიაში