“მუსიკა ბათუმიდან“ – საავტორო მუსიკის რადიო ფესტივალი

19 აგვისტო 2023, 18:05 646 ნახვა

„მუსიკა ბათუმიდან“ - ასე ჰქვია რადიო ფესტივალს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის რადიოს“ წინ ამ წუთებში იწყება და 5 დღე გაგრძელდება.

მუსიკალური ღონისძიების ფარგლებში სპეციალურად მოწყობილი სცენა როგორც ინდივიდუალურ შემსრულებლებს, ასევე ბენდებს დაეთმობა.

ფესტივალი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაიგეგმა. ღონისძიების ორგანიზატორი კონკურში გამარჯვებული „რადიო აჭარის“ დილის წამყვანების მიერ დაფუძნებული კომპანია „არტ-რადარია“.

მუსიკალური ნომრები „რადიო აჭარის“ პირდაპირ ეთერში ტალღაზე FM 104.5-ზეც გადაიცემა 45 წუთის განმავლობაში.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში