საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით დღეს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისთვის მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკა შეიყვანეს.
დღესვე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები სოფელ გლოლაში ჩავლენ და მოსახლეობას სააგენტოს მიერ მომზადებულ პირველად დასკვნას წარუდგენენ.მოგვიანებით კი გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მოსახლეობის კითხვებს უპასუხებენ. შოვში შეხვედრას გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლების პირებიც.
მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 26 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, შვიდი მოქალაქის სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება.