სტიქიური მოვლენები ინდოეთში

16 აგვისტო 2023, 14:04 646 ნახვა

ინდოეთში, ჰიმალაის მთებში მეწყრისას დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა, 10 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ჰიმალაის მთებში მეწყერი კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია.

როგორც შტატის მინისტრმა განაცხადა დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. დაზიანებულია გზები და ელექტროენერგიის ქსელები. მეწყერი ჩამოწვა ქალაქ შიმლაშიც, სადაც, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა.

ქალაქში დაიხურა სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები.

მოსახლეობის ნაწილი გადაყვანილია თავშესაფარში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი