მაროკოში ჰაერის რეკორდული ტემპერატურა - 50,4 გრადუსი დაფიქსირდა

14 აგვისტო 2023, 11:04 802 ნახვა

მაროკოში ჰაერის რეკორდული ტემპერატურა – 50,4 გრადუსი დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ტემპერატურამ აღნიშნულ ნიშნულს მიაღწია.

ძლიერმა სიცხემ მაროკოს რამდენიმე ქალაქი დააზარალა, სადაც განგაშის წითელი სიგნალი ამოქმედდა.

მაროკოს მეტეოროლოგების ცნობით, მაღალი ტემპერატურა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი