ვერცხლის მედალი ძიუდოისტთა გრან პრიზე

26 თებერვალი 2017, 00:00 1878 ნახვა

დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან პრიზე, 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან რუს დენის იარცევთან წააგო, რომელიც შარშან 8 აგვისტოს, რიოს ოლიმპიადაზე დაამარცხა. ლაშა შავდათუაშვილმა ჯერ შვედ, ყაზახ და ბრაზილიელ სპორტსმენებს მოუგო, ნახევარფინალში კი ებრაელ ტოჰარ ბუტბულს სძლია. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე, ამ დროისთვის, ტურნირზე მოპოვებული ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია. 24 თებერვალს ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა, ხოლო ამირან პაპინაშვილმა ვერცხლის მედალი მიიღო. დიუსელდორფის გრან პრი ხვალ დასრულდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი