შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს დილით განახლებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 20 ადამიანის ცხედარი.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 20 პირი, მაშველებმა 210 ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს, 13 დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.