შოვში, სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში მყოფი ერთ-ერთი პირი ნაპოვნია ცოცხალი

08 აგვისტო 2023, 20:49 1144 ნახვა

შოვში, სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში მყოფი ერთ-ერთი პირი ნაპოვნია ცოცხალი. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

როგორც თემურ მღებრიშვილმა  აღნიშნა, ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, კონტაქტზე გამოვიდა.მისი თქმით,ოპერატიული და სამძებრო სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ ზურაბ ბიბილეიშვილი თბილისში იმყოფება

„ცხელ ხაზზე და 112-შიც იყო დაფიქსირებული ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც იყო დაკარგულების სიაში. ოპერატიულ-საგამოძიებო შედეგებით დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება დღეს არის ჯანმრთელად, ცოცხალია და ამ დროისთვის სტიქიის ზონაში არ იმყოფება. დეტალები ზუსტად არ შემიძლია გითხრათ, თუმცა ადამიანი იყო დაკარგულების სიაში და დღეს შეგვიძლია, რომ ამოვრიცხოთ სიიდან. ეს ადამიანი ცოცხალია და ჯანმრთელად არის. აღმოაჩინა პოლიციამ ოპერატიული და სამძებრო სამუშაოების შედეგად თბილისში“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ამგვარად, დაკარგულთა რიცხვი 14-მდე შემცირდა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში