ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარში შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ცხედარი უკვე იდენტიფიცირებულია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.