უკრაინისა და საქართველოს მიწების დეოკუპაცია, რუსი დამპყრობლების დასჯა, ზარალის კომპენსაცია მოიტანს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპასა და მთელ მსოფლიოში - ვოლოდიმირ ზელენსკი

07 აგვისტო 2023, 21:38 1034 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების სრული დეოკუპაცია, რუსი ოკუპატების დასჯა და მათ მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება არის ის, რაც მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს ევროპასა და მსოფლიოს.

„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიიდან 15 წლის თავზე, გამოვხატავთ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას. მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს მიწების სრული დეოკუპაცია, რუსი დამპყრობლების დასჯა და იმ ზარალის კომპენსაცია, რაც მათ მოგვაყენეს, მოიტანს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპასა და მთელ მსოფლიოში“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი