ქობულეთში, ბაგრატიონის 7 ნომერში სამ სართულიანი საცხოვრებელი სახლის მანსარდა დაიწვა, რომელიც ხის კონსტრუქციით იყო ნაშენები. ხანძღის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც ცნობილია სახლის მეპატრონე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა მე-3 სართულზე, რა დროსაც გაჩნდა ხანძრის კერა.
შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა ოჯახის წევრების ევაკუაცია სახლიდან დროულად მოხერხდა. ადგილზე ქობულეთის სამაშველო-სახანძრო ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებულები. ხანძრის კერების ლოკალიზება მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს. ხანძრის შედეგად დაზარალებულ მერაბ ფანჩიძეის ოჯახის საკითხს, სტიქიის შესაბამისი კომისია განიხილავს, სადაც მოხდება შესაბამისი ღონისძიებების გატარება.