სოფელ გლოლთან ხმაური და დაპირისპირება იყო მოსახლეობასა და შსს-ს თანამშრომლებს შორის. შესაბამის ვიდეო მასალას სააგენტო „მთის ამბები“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით ადგილობრივები სამაშველო ოპერაციაში ჩართვას ითხოვენ, თუმცა პოლიცია მათ ამის უფლებას არ აძლევს. ვითარება ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა. მოქალაქეები დაკარგულების ძებნას საკუთარი ძალებითაც ცდილობენ.