განუზომელია შოვში მომხდარი ტრაგედიის სიმძიმე და მასშტაბები, მომხდარის გამო, დღესასწაული "შუამთობა" გადაიდო - თორნიკე რიჟვაძე

04 აგვისტო 2023, 12:58 720 ნახვა

განუზომელია შოვში მომხდარი ტრაგედიის სიმძიმე და მასშტაბები, მთელი ქვეყანა შეძრა სტიქიის შედეგად გამოწვეულმა უბედურებამ, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წერს.

მისივე განცხადებით, მომხდარის გამო, სახალხო დღესასწაული "შუამთობა", რომელიც 5 აგვისტოს იყო დაგეგმილი, გადაიდო.

"განუზომელია შოვში მომხდარი ტრაგედიის სიმძიმე და მასშტაბები. მთელი ქვეყანა შეძრა სტიქიის შედეგად გამოწვეულმა უბედურებამ. დიდი გულისტკივილით ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების და ჩვენი ხალხის დიდ მწუხარებას. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი მაშველები შეძლებენ დაკარგული ადამიანების პოვნას და გადარჩენას.

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა”, რომელიც 5 აგვისტოს იყო დაგეგმილი, გადაიდო. ვიზიარებ სრულიად საქართველოს ტკივილს. საკუთარ ოჯახებში მშვიდობით და უვნებლად დაბრუნებას ვუსურვებ ჩვენს მოქალაქეებს", - აღნიშნავს თორნიკე რიჟვაძე.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი