რაჭაში ევაკუაცია ვერტმფრენებით მიმდინარეობს

03 აგვისტო 2023, 19:56 581 ნახვა

შსს-ს ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის ზონიდან უკვე 40-მდე მოქალაქე გამოიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები.

„სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 40-მდე მოქალაქე“, – აცხადებენ პრესსამსახურში.

საევაკუაციო სამუშაოებში ჩართულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში