2008 წლის ომთან დაკავშირებით ევროპელი სოციალისტები საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. ფრიდონ ინჯიას განცხადებით არსებობს არაერთი კითხვა, რასაც საგამოძიებო კომისიის ფარგლებში პასუხები უნდა გაეცეს, მათ შორის, თუ რა როლი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებისას.
ფრიდონ ინჯიას განცხადებით, საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა ამერიკის დავალება შეასრულა და ომის დაწყების პროვოცირება მოახდინა.