საკრებულოს   სხდომა  

24 თებერვალი 2017, 00:00 3885 ნახვა

საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა ქედაშიც. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს. უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ახალშეძენილი მრავალფუნქციური ტრაქტორის კომუნალსერვისისათვის გადაცემის საკითხს. უმრავლესობის გადაწყვეტილებით სოფელ ძენწმანში არსებული  800 კვადრატული მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაცემა.  დღესვე განიხილეს  დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ შეტანილი პეტიციები. რომელიც დაბაში პარკირების პრობლემას, სოფლებში აბრების განთავსებას, ასევე სახიფათო მოსახვევების გაფართოებასა და საბავშვო ბაღებში გასართობი პარკების მოწყობას ეხება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი