დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალები 

30 ივლისი 2023, 10:19 700 ნახვა

შაბათს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური მატჩების ნაწილი გაიმართა. ჯილდოსთვის ბრძოლაში ჩაერთო ევროტურნირების მონაწილე ოთხივე გუნდი - თბილისისა და ბათუმის "დინამოები", გორის "დილა" და ქუთაისის "ტორპედო".

ფეხბურთის ფედერაციამ გაითვალისწინა არსებული ვითარება და გადაწყდა, რომ "ტორპედო" და "დილა" თავიანთ მატჩებს მოგვიანებით, სექტემბერში ჩაატარებენ. გუშინდელი მატჩები კი ასე დასრულდა: ბეთლემი-ფოთის კოლხეთი 1:2; ხობის კოლხეთი-სამგურალი 1:3; ირაო-მეშახტე 6:5 პენალტების სერიაში; ლოკომოტივი დინამო თბილისი 0:1.

დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართება. სიონი ბათუმის დინამოს უმასპინძლებს, საბურთალო კი თელავს გასვლაზე ეთამაშება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი