ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება. პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები და ბორდიურები. დამონტაჟდა განათება, განთავსდა საბავშვო ატრაქციონები და საბაღე სკამები.
სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 541 ათას ლარს შეადგენს.
დაწყებულია 22 საბავშვო ბაღის, როგორც მშენებლობა, ასევე რეაბილიტაცია. აშენდება 6, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 16-ს, მათ შორის, 12 ბაღში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება.
მიმდინარე და მომდევნო წელს საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 24 მილიონ 300 ათასამდე ლარი დაიხარჯება.