''ცოდნა წარმატებული მომავლისთვის'' პროექტის ფარგლებში ხელვაჩაურის 10 მდე სკოლის მოსწავლე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. მოსწავლეებს სასწავლო პროგრამები და სამომავლო გეგმები გააცნეს. ასევე უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორია ,,ფაბლაბი“ დაათვალიერეს და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ნაკეთობის დამზადებაში.