გზის რეაბილიტაცია ზედა ჩხუტუნეთში

26 ივლისი 2023, 11:04 789 ნახვა

მაჭახლის ხეობაში, ზედა ჩხუტუნეთში თურქეთ-საქართველოს საზღვართან კონკრეტულად კი სასაზღვრო პუნქტთან 700 მეტრიანი საავტომობილო გზის გაყვანა იგეგმება. აქამდე ქართულ მხარეს მხოლოდ საფეხმავლო ბილიკი არსებობდა. ამ ბილიკით ერთმანეთს ზემო და ქვედა  მაჭახელი უკავშირდება. თუმცა გადაადგილება საზღვარზე მხოლოდ თურქეთის მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვის არის დაშვებული. ისინი გზას ზამთარში იყენებენ, მაშინ, როცა ზედა მაჭახელში დიდთოვლობის გამო პაწა მთის უღელტეხილი იკეტება. 

თურქეთის მხარეს სამანქანო გზა აქამდეც არსებობდა, თუმცა მეზობელი ქვეყანაც იღებს პასუხისმგებლობას მის მოწესრიგებაზე, საქართველოს მხარეს კი ეს პირველი საავტომობილო გზა იქნება ზედა ჩხუტუნეთის საზღვართან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი