ხვიჩა კვარაცხელიამ ამხანაგურ შეხვედრაში „სპალის“ წინააღმდეგ ითამაშა

25 ივლისი 2023, 20:02 858 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიამ დიმაროში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა, სადაც სერია C-ში მოთამაშე „სპალს“ დაუპირისპირდა. ზოგადად ნაპოლიმ მეორე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. პირველი ტაიმი ხვიჩა კვარაცხელიამ სათადარიგო სკამზე გაატარა. მეორე ტაიმში რუდი გარსიამ  ხვიჩა, ვიკტორ ოსიმენი, პიოტრ ჟიელინსკი, ანდრე ზამბო ანგისა და სხვები ჩართო თამაშში. კვარაცხელიას საუკეთესო მომენტი 54-ე წუთზე შეექმნა, როცა მისი დარტყმული სპალის კარის ხარიხას მოხვდა. მე-2 ტაიმში ანგარიში სპალმა გახსნა, თუმცა 73-ე წუთზე ჟიელინსკის პასით ანგისამ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში  1:1 დაფიქსირდა. მომდევნო მატჩს ნაპოლი 29 ივლისს ჰატაისპორის წინააღმდეგ გამართავს, სადაც საბა ლობჟანიძე და გიორგი აბურჯანია თამაშობენ.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში